მოხუცი ფოსტალიონი თავის უკანასკნელ სამუშაო დღეს კიდევ ერთხელ ჩამოუვლის მობინადრეებს, რათა მათ ახალი ფოსტალიონი გოგონა გააცნოს. კარდაკარ მოსიარულეებს ბევრი საინტერესო რამ გადახდებათ თავს; გიორგის დიდსულოვნება და კეთილშობილება დიდ გავლენას ახდენს ქალიშვილზე, ეს დღე ზნეობის გაკვეთილად იქცევა ცხოვრებაში ჯერ კიდევ გამოუცდელი გოგონასათვის.